четверг, 12 января 2017 г.



სკოლის მისია

უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.


ჯგუფური მუშაობა

2016 წლის 20 ნოემბერს მე-7 კლასში (დამრიგებელი მანანა ნებიერიძე) ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.



თემა: სიმრავლეები;
სამიზნე ჯგუფი: VII კლასი;

ესგ-ს სტანდარტი:

მათ. გაძ. VII.6. მოსწავლეს შეუძლია სიმრავლეთა თეორიის ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას მოცემული სიმრავლისადმი;
·      პრობლემის გადაჭრისას იყენებს ვენის დიაგრამებს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად და სიმრავლური ოპერაციების შესასრულებლად;

·      სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებებს და შესაბამის აღნიშვნებს სასრულ სიმრავლეებზე ოპერაციების (ორი სიმრავლის თანაკვეთა და გაერთიანება), სასრულ სიმრავლეთა შორის მიმართების, ელემენტსა და სიმრავლეს შორის მიმართების გამოსახვისას.



პროექტი "მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში"


თემა: სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი
სამიზნე ჯგუფი: XI -2 კლასი

პროექტის მსვლელობა:

  • პროექტის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
  • კლასის დაყოფა ჯგუფებად;
  • ჯგუფების მიერ თემის შერჩევა;
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
  • პრეზენტაცია; შეფასება.