გაკვეთილის გეგმები







სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი თამარ ვერულაშვილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
,,ვირტუალური მოგზაურობა არგონავტების კვალდაკვალ
გეგმა
კლასი - V
საგნები - მათემატიკა, ჩვენი საქართველო.
გაკვეთილის თემა
მათემატიკა - საკოორდინატო ბადე და მისი გამოყენების მაგალითი.
ისტორია - შავი ზღვის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
წინარე ცოდნა:
მოსწავლეები არაფორმალურად იცნობენ საკოორდინატო ბად,  კოორდინატებს და შეუძლიარაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის აღწერა სიმბოლოთა წყვილის გამოყენებითდა პირიქითაც,ობიექტის კოორდინატების დადგენა მოცემული ბადის მიხედვით;
მეხუთე კლასში მოსწავლეები ეს-ესაა იწყებენ რუკის შესწავლასმათი ხედვა ეფუძნება წინაკლასებში ბუნების გაკვეთილებიდან მიღებულცოდნას.
ასევე მათ საშინაო დავალებათ მიცემული ქონდათ წაეკითხათ აპოლონიოს როდოსელის მითი არგონავტების შესახებ,  გაცნობოდნენ მათ მარშრუტს, ამოეწერათ შეჩერების ადგილები, შეძლებისდაგვარად აღედგინათ მითიდან ისტორიული რეალობა.
გაკვეთილის მიზანი მათემატიკში:
მოსწავლეებმა საკოორდინატო ბადე გამოიყენონ რეალურ ვითარებაში;
მოსწავლეები შეძლებენ საკოორდინატო ბადეზე მარშრუტის გამოსახვას და პირიქით, გამოსახული მარშრუტით აღწერენ ობიექტის გადაადგილებას, კერძოდ გადაადგილებას მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით  და აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით.
გაკვეთილის მიზანი ისტორიში:
მოსწავლეები აღწერენ არგონავტების მოგზაურობ  და მის ფონზე ისაუბრებენ უძველესისავაჭრო ეკონომიკური გზების შესახებ (კოლხეთთან მიმართებაში).  ისინი გაანალიზებენ შავი ზღვისა და მისი მაშინდელი საპორტო ქალაქების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სტანდარტთან შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგნის სტანდარტის შედეგი/ინდიკატორი:
მათ.V.10.           მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
Ø   კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილისგამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებსამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგალითადკინოთეატრიგემების ჩაძირობანა,ჭადრაკის დაფა,  რუკაზე ობიექტის მოძებნა);
Ø   გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით და აღწერსროგორმიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითადორი უჯრა მარცხნივ,შემდეგ ერთი უჯრა ზევით);
Ø   აღწერს რუკაზე ორი ან მეტი პუნქტის ურთიერთმდებარეობას ოთხი მიმართულებისგამოყენებით (მაგალითადჩრდილოეთითდასავლეთით).
საზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობებისა და ვაჭრობისმნიშვნელობაზე
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
Ø   მსჯელობს მოგზაურობების შესაძლო შედეგებზე (მაგ,: გამოცდილების/ცოდნისგადატანა ერთი ქვეყნიდან მეორეშივაჭრობის განვითარებაკულტურის სხვადასხვაელემენტების გავრცელება);
Ø   მსჯელობს უცხოელი მოგზაურების მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობებისმნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის;
საზმეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  

შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
Ø   ამჟღავნებს  რუკების ლეგენდის ცოდნას;
Ø   ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;
Ø   რუკების დახმარებით განიხილავს საქართველოს საზღვრების ცვლილებას სხვადასხვაისტორიულ ეპოქაში;
Ø   უჩვენებს გზებსრომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგშავიზღვის საშუალებით);
Ø   კოორდინატების საშუალებით განსაზღვრავს და მოიძიებს გეოგრაფიულ ობიექტებსრუკაზე;
Ø   არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.


ესგ -ის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

 მედიაწიგნიერება - მოსწავლემ შეძლოს ახალი სტილისა და ფორმის მულტიმედია ტექსტების  აღქმა-გააზრებაინტერპრეტირებაგამოყენებაშექმნამიღებული ინფორმაციის კრიტიკულადშეფასებაგანუვითარედეს კრიტიკული აზროვნების უნარი.
სემიოტიკური კომპეტენცია - ვერბალური და არავერბალური საშუალებით                   (დიაგრამასქემა ნახატინახაზი..)გადმოცემული ინფორმაციის გააზრების დაინტერპრეტირებისსაკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემისუნარი,ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის,                                                 ( მაგ: სიტყვიერ ტექსტში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით,  დიაგრამითწარმოდგენის უნარი.)
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია - თანამშრომლობისპრობლემის მოგვარების,კრიტიკული  შემოქმედებით აზროვნების უნარი.
შედეგი:
მოსწავლეებმა  შეძლეს მულტიმედიური ტექსტებისხმოვანი და ვიზუალური საშუალებებისგააზრებაგამოყენება და შექმნა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, მსჯელობა, დასკვნების გამოტანა.

პროცესის მოკლე აღწერა:
გაკვეთილის ხანგრძლივობა - 45 წთ.
გაკვეთილი მიმდინარეობს კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
მოსწავლეთა რაოდენობა - 25.


მასწავლებლები კლასს აცნობენ გაკვეთილის თემას და მიზანს. (1 წთ.)
ფაზა1. მოსწავლეთა გამოწვევა
მეთოდი - გონებრივი იერიში
აქტივობა1. კითხვა-პასუხი; (საზ. მეც.V-VI. 1) (მათ.V.10.) (5 წთ.)
პედაგოგები რუკის გამოყენებით  მოსწავლეებს უსვავენ მარტივ კითხვებს:
დამისახელეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქები?
შავი ზღვა თბილისის დასავლეთ მხარესაა თუ აღმოსავლეთ მხარეს?
ქალაქი ბათუმი სოხუმის მიმართ ჩრდილოეთით მდებარეობს თუ სამხრეთით? და ა. შ.
აქტივობა1-ის შეფასება ხდება კომენტარების სახით.
აქტივობა2. მედია-რესურსის ჩვენება; (7 წუთი)
განწყობის შესაქმნელად  აქტივობა იწყება  არგონავტებზე V კლასელთა ნახატებით  X კლასელების მიერ შექმნილი “ფილმის” დემონსტრირებით, სადაც მოთხრობილია იაზონის მოგზაურობის შესახებ.
 კადრები ფილმიდან:
 ფაზა2.   სიღრმისეული წვდომის ფაზაა; 
ჯგუფური მუშაობა
 პედაგოგები კლასს ყოფენ ჯგუფებად, ჯგუფში 5 წევრი (გადანაწილება ხდება შემთხვევითობის პრინციპით). თითო ჯგუფი თავის მხრივ იყოფა ორ ეკიპაჟად იასონის და სევერინის ეკიპაჟად(ორი წევრი) და ისინი ირჩევენ კაპიტანს.(2 წთ.)
ჯგუფებს ურიგდებათ 1.კითხვების ფურცლები; 2.რუკა, რომელზედაც აღნიშნულია არგოს მოგზაურობის მარშრუტი და ქალაქები, სადაც არგო გაჩერდა.
ეკიპაჟებმა უნდა იმოგზურონ არგონავტების კვალდაკვალმოიპოვონ ინფორმაციები, (საჭიროების შემთხვევაში, სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი), გადალახონ ისტორიული დამათემატიკური დაბრკოლებებიმიაღწიონ კოლხეთამდე  და ყველა იმ ინფორმაციისსაფუძველზე,  რასაც  გაკვეთილის განმავლობაში მოიპოვებენ და რაც სახლში დავალებად ქონდათ წასაკითხად მიცემული, შეასრულონ შემდეგი დავალებები:
აქტივობა 3. (საზ.მეც.V-VI.23.)(10წთ)
Ø  პასუხი გასცენ  კითხვებს:

1.       რა იყო არგონავტების მოგზაურობის მიზანი აპოლონიოს როდოსელის მიხედვით?
2.       ვინ იყო კოლხეთის მეფე მითის თანახმად?
3.       დაასახელეთ რკინის მომპოვებელი და მწარმოებელი ქართველური ტომები.
4.       რომელი იყო კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი?
5.       დაასახელეთ რკინის იარაღი, რომელსაც კოლხები სამუშაოდ იყენებდნენბერძნებისათვის კიუცხო იყო.
6.       მითის თანახმად რომელ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ ძველი კოლხები?
7.       მეცნიერების რომელი დარგი არის მედეასთან დაკავშირებული და რატომ?
8.       დაასახელეთ კოლხეთის საპორტო ქალაქი.
9.       დაასახელეთ უძველესი სატრანსპორტო საშუალებები.
10.  უძველესი სავაჭრო გზარომელიც საქართველოზე გადიოდა.

აქტივობა 4.  (მათ.V.10.) (საზ. მეც.V-VI. 1) (5 წთ.)

Ø  პროგრამა GEOGEBRA-გეოგებრას მეშვეობით, საკოორდინატო ბადეზე დაიტანონ დარიგებულ რუკაზე აღნიშნული ქალაქები,  მითითებული კოორდინატების მიხედვით.
Ø  დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მონიშნონ არგონავტების მიერ კოლხეთამდე გავლილი გზა და შეჩერების ადგილები.

აქტივობა 4. (12წთ)
Ø  ჯგუფის პრეზენტაცია;
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჯგუფი ირჩევს პრეზენტატორს, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ დავალება:
საგანი მათემატიკა - საშინაო დავალება:
მოსწავლეებს ურიგდებათ ფილმში გამოყენებული რუკის ქსეროასლები
დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მონიშნონ არგონავტების მიერ კოლხეთამდე გავლილი გზა და შეჩერების ადგილები. ამოწერილი შეჩერების ადგილები, ტიმ სევერინისეული მარშრუტი  შეადარონ თავის რუკაზე მონიშნულ  გზას, შეჩერების ადგილებს  და  დაზუსტებული ინფორმაციით მარშრუტი განათავსონ Google Earth.

საგანი ჩვენი საქართველო - საშინაო დავალება:
მოსწავლეებმა google-ს საძიებო სისტემის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ტიმ სევერინისა და არგონავტების მოგზაურობის შესახებ, იმსჯელონ და დაასაბუთონ რამდენად რეალური იყო არგონავტების მოგზაურობა.
გამოყენებული  რესურსები: ისტ ტექნოლოგიები, რუკა, კითხვარების ფურცლები, რუკის ქსეროასლები, წიგნი, თაბახის ფურცლები, მოსწავლეების მიერ  ელექტრონული ფორმატში შექმნილი დამხმარე რესურსი.
(პრეზენტაცია იხ. http://unarianiiverieli.blogspot.com/p/blog-page_8752.html)
 აქტივობა 5. შეფასება (3წთ.)
კითხვარის შეფასების რუბრიკა: ((საზ.მეც.V-VI.23.)
ყოველი კითხვა 1 ქულიანია, სულ 10 ქულა. ქულა ეწერება ჯგუფის ყველა წევრს.
პროგრამა GEOGEBRA-გეოგებრას გამოყენებით შესრულებული დავალების შეფასების რუბრიკა: (მათ.V.10.) (საზ. მეც.V-VI. 1)
თითოეული წერტილის სწორად დაფიქსირება ფასდება  2 ქულებით,  სულ 5 წერტილია ე.ი. მაქსიმალური ქულა 10.
კრიტერიუმები
წერტილი კოორდინატების მიხედვით სწორადარ არის მონიშნული  და ფერიც არ არის სწორად არჩეული
წერტილი სწორად არის მონიშნული კოორდინატების მიხედვით, მაგრამ ფერი არ არის სწორად  არჩეული
წერტილი სწორად არის მონიშნული კოორდინატების მიხედვით და ფერიც სწორად არის არჩეული
ქულები

0
1
2



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10
კარგი 9-8
საშუალო 7-6
დაბალი5-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო







ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა

იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?

გადაწყვიტეთ თუ არა დასახული ამოცანა

რა იყო გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა

რა ისწავლეთ ერთობლივი მუშაობით

რა იყო თქვენი ერთობლივი მუშაობის ხარვეზი,ნაკლი?



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


პრეზენტაცია პასუხობს თემას
1
ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
პრეზენტატორი საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები სწორია და გამყარებულია წყაროები
2
ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაშიშედარებულია მოვლენები, ფაქტები, საგნები.
1
პრეზენტატორი იყენებს თვალსაჩინოებას
1
პრეზენტატორი იცავს დროის ლიმიტს
1




ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
რუკის კითხვსა და საკოორდინატო ბადეზე ორიენტირებას დიდი მნიშვნელობა აქვსმოსწავლეთათვისიგი ხელს უწყობს სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას.მაგალითადოდესღაც მომხდარი ისტორიული ფაქტების ბოლომდე გასააზრებლადმოსწავლემაუცილებლად უნდა დაინახოს იგი იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოშირომელშიც ეს ფაქტიმოხდა. სწორედ ამ წინაპირობებმა გამოიწვია ის, რომ მე და ჩვენი საქართველოს პედაგოგმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი. ამ ორი საგნის ინტეგრირების საშუალება  მოგვცა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივმა სტანდარტმა.
დროთა განმავლობაშიროდესაც მოსწავლე დაძლევს მარტივ დავალებებს და გაუვარჯიშდებახედვა/ორიენტაცია რუკაზეშესაძლებელი გახდება უფრო რთული დავალებების მიცემა.
იმისათვის, რომ დაგვენახა რამდენად შედეგიანი იყო ჩვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი
ვუპასუხეთ კითხვებს:
რა იყო კარგი, რა დამეხმარა შედეგზე გასასვლელად?
ერთი შეხედვითამ ასაკის მოსწავლეთათავის კოორდინატებზე მუშაობა ძნელი უნდა ყოფილიყომაგრამ ჩვენ შევძელით ადვილი და სახალისო ხერხების მოშველიებითმოსწავლეები მიგვეჩვიაკოორდინატების გამოყენებას და საკოორდინატო ბადის რეალურ ვითარებაში გამოყენებას.
მოვიფიქრეთ და შევადგინეთ ისეთი აქტივობებირომლებიც ამ ასაკის მოსწავლისათვის გასაგებიდა დასაძლევი იქნებოდა.
რამ დამაბრკოლა?
ამ ასაკის მოსწავლეები ჯერ კიდევ კარგად ვერ იყენებენ ისტ-ის მიზნობრივად მათთვის კომპიუტერი უფრო თამაშთან ასოცირდება.
რისი გამოსწორებაა სასურველი?
სასურველია მოსწავლეებს კარგად გავააზრებინოთ, რომ ტექნოლოგიები მათ ეხმარებათ სასწავლო პროცესში ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების პროცესში და ხელს უწყობს უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
 შეივსო კითხვარი
კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგებიკონკრეტული დარეალისტური იყო



2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას



3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივავიას



4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნისმიღწევას



5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციასდა აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში



6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდამიზანს



7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები დაშესაძლებობები



8
მასწავლებლის საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს



9
მასწავლებელი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებასიჩენდა



10
მასწავლებელი იყენებდა აქტიური მოსმენის ტექნიკას



11
მასწავლებელი  მოსწავლეებს აძლევდა განსაზღვრულ დროსკითხვებზე პასუხის გასაცემად




შევსებული კითხვარების  და გაკვეთილის მსვლელობის დროს მიღებული შედეგის (მოსწავლეთა წარმატებული პრეზენტაციის, მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის და ა. შ.) გათვალისწინებით ჩვენ ჩავთვალეთ რომ გაკვეთილი შედგა, გაკვეთილის მიზანი მიღწეულია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მეორე დღეს მოსწავლეების მიერ მოტანილი შესრულებული დავალება.







გაკვეთილის გეგმა

კლასი
V კლასი
საგნები
მათემატიკა
მისაღწევი შედეგი, ინდიკატორები
მათ. V.4.     მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ერთმანეთთან აკავშირებს მასის, სიგრძის და ფართობის ერთეულებს, იყენებს რიცხვის კვადრატის ჩანაწერს ამ კონტექსტში;
მათ.V.6.  მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება ამოცანის ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას (რომელშიც უცნობი არის ტოლობის მხოლოდ ერთ მხარეს);

ესგ -ის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

 მედიაწიგნიერება - მოსწავლემ შეძლოს ახალი სტილისა და ფორმის მულტიმედია ტექსტების  აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება, შექმნა, მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, განუვითარედეს კრიტიკული აზროვნების უნარი.
სემიოტიკური კომპეტენცია - ვერბალური და არავერბალური საშუალებით                   (დიაგრამა, სქემა ნახატი, ნახაზი..)გადმოცემული ინფორმაციის გააზრების და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემის უნარი,ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის,                                        
( მაგ: სიტყვიერ ტექსტში გადმოცემული აზრის ილუსტრაციითდიაგრამით, წარმოდგენის უნარი.)
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია - თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული შემოქმედებით აზროვნების უნარი.

სასწავლო მიზანი
მოსწავლეები  გაიწაფონ მასის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში, გაეცნონ მასის საზომ ახალ ერთეულს - მილიგრამს; გამოიყენონ დამოკიდებულება მასის საზომ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. გაიწაფონ თეფშებიანი/პინებიანი სასწორით სხეულების მასისი გამოთვლაში.
გაკვეთილის თემა
მასის ერთეულები
წინარე ცოდნა
მოსწავლემ შეძლოს მოცემულზე n-ჯერ მეტი, n-ით მეტი რიცხვის გამოთვლა, რიცხვის ნაწილის პოვნა, რიცხვის 10-ის ხარისხზე ზეპირი გამრავლება; შეძლოს მარტივი ტექსტური ამოცანის პირობის მიხედვით რიცხვითი გამოსახულების შედგენა, განტოლების შედგენა და განტოლების ამოხსნა. წარმოდგენები მასის ერთეულზე (მე-4 კლასი).
გაკვეთილის სცენარი
პროცესის მოკლე აღწერა:
გაკვეთილის ხანგრძლივობა - 45 წთ.
გაკვეთილი მიმდინარეობს საკლასო ოთახში.
მოსწავლეთა რაოდენობა - 30.

მასწავლებელი კლასთან ერთად აჯამებს წინა დღეს მიცემულ დავალებას (თემა: სიგრძის საზომი ერთეულები)

1.    ფაზა წინასწარ

მასწავლებელი კლასს აცნობენ გაკვეთილის თემას და მიზანს.
წინარე ცოდნის გააქტიურება - (დიახ და არა ბარათები)
კლასის ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი.
სლაიდებზე განთავსებული ფრონტალური კითხვებით მასწავლებელი ამოწმებს აუცილებელ წინარე ცოდნას. მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პასუხს ცემენ სლაიდეზე განთავსებულ კითხვებს, ხოლო კლასი დიახ და არა ბარათების გამოყენებით ადასტურებენ ან უარყოფენ მეგობრის პასუხს.
თეფშებიანი/პინებიანი სასწორით სხეულების მასის გამოთვლა.
ლაიდზე მოცემულია 3 ამოცანა საზამთროს მასის გამოსათვლელად.
მასწავლებელი კლასს უსვამს მაპროვოცირებელ კითხვას - რას უდრის საზამთროს მასა? მოსწავლეები პასუხს ცემენ კითხვას, ხოლო კლასი დიახ და არა ბარათებით ადასტურებენ ან უარყოფენ მეგობრის პასუხს.

2.    ფაზა განმავლობაში

მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ჩამოთვალონ მასის ის ერთეულები, რომლებიც მათთვის ცნობილია მე-4 კლასიდან.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მასის ახალ ერთეულს მილიგრამს და უკავშირებს მას მასის სხვა ერთეულებს.

მასის ერთეულების დაკავშირება ერთმანეთთან.

ჯგუფური მუშაობა.

პედაგოგი ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და ჯგუფებს ურიგებს  დავალებებს. მოსწავლეები ასრულებენ იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მათ აქვთ დაწერილი ფლიპჩარტზე. პედაგოგი აკვირდება პროცეს და აძლევს მათ მითითებებს (აკეთებს სკაფოლდინგს).
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფებიდან ერთი წარმომადგენელი აკეთებს პრეზენტაციას.

ინდივიდუალური მუშაობა.

მოსწავლეებს ურიგდებათ ინდივიდუალური დავალებები შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მოსწავლეები დამოუკიდებლათ მუშაობენ, ხოხლო მასწავლებელი აკვირდება პროცესს და აძლევს მათ მითითებებს (აკეთებს სკაფოლდინგს).
მასწავლებელი და მოსწავლეები მუშაობის დასრულების შემდეგ ამოწმებენ რამდენად სწორად შეასრულეს დავალებები.( სწორი პასუხები მოცემულია სლაიდზე).

3.      ფაზა შემდგომ

აქტივობის გაფართოება მოხდება მათემატიკის წიგნის N18,N19, N24 ამოცანების ამოხსნა. ამოცანებს მოსწავლეები ამოხსნიან დამოუკიდებლად და შედეგები განიხილება ერთობლივად. შედეგების სისწორის გადამოწმება მოხდება სლაიდების მეშვეობით.
N24 ამოცანა სასურველია მოსწავლეებმა ამოხსნან ორი გზით: განტოლების შედგენით;
რიცხვითი გამოსახულების შედგენით.

მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს შეავსონ ბარათები - <ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე>
ბოლოს მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს.
ეძლევათ დავალება
მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებებით.
ხოლო ჯგუფები ფასდებიან შესაბამისი რუბრიკით.

რესურსები


PowerPoint-ის პრეზენტაცია, ფლიპჩარტები, დავალების ბარათები, წიგნი, რვეული, ლეპტოპი.
გაკვეთილის რეფლექსია





















   



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10
კარგი 9-8
საშუალო 7-6
დაბალი5-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო

Комментариев нет:

Отправить комментарий