четверг, 12 января 2017 г.

ჯგუფური მუშაობა

2016 წლის 20 ნოემბერს მე-7 კლასში (დამრიგებელი მანანა ნებიერიძე) ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.



თემა: სიმრავლეები;
სამიზნე ჯგუფი: VII კლასი;

ესგ-ს სტანდარტი:

მათ. გაძ. VII.6. მოსწავლეს შეუძლია სიმრავლეთა თეორიის ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას მოცემული სიმრავლისადმი;
·      პრობლემის გადაჭრისას იყენებს ვენის დიაგრამებს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად და სიმრავლური ოპერაციების შესასრულებლად;

·      სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებებს და შესაბამის აღნიშვნებს სასრულ სიმრავლეებზე ოპერაციების (ორი სიმრავლის თანაკვეთა და გაერთიანება), სასრულ სიმრავლეთა შორის მიმართების, ელემენტსა და სიმრავლეს შორის მიმართების გამოსახვისას.


Комментариев нет:

Отправить комментарий